ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ბალტიის ქვეყნები იყვნენ პირველები, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები დაუწესეს და ეს არის მიმართულება, რომლითაც ევროკავშირის ფარგლებშიც იმუშავებენ.
აგრეთვე, რინკევიჩი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა უნდა გამოძებნოს საუკეთესო გზა საქართველოს მხარდასაჭერად.
„ჩვენ, როგორღაც, პოლიტიკურად და სიმბოლურად მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს, იქნება ეს ერთობლივი ვიზიტები თუ სხვა”, – ამბობს ედგარს რინკევიჩი.