აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიაზე და დაიწყო უდანაშაულო აქტივისტებისა და ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების დაპატიმრება მათ სახლებსა და სამუშაო ადგილებზე. აგრეთვე, ჯო უილსონი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ უკუაგდო დემოკრატიაზე ყოველგვარი პრეტენზია და ახლა უდანაშაულო დემონსტრანტებისა და ოპოზიციონერების მათ სახლებსა და სამუშაო ადგილებზე დაპატიმრება დაიწყო. არ შეცდეთ! „ქართული ოცნება” კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს.
აშშ-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დასაჯოს ის პირები, რომლებიც ძალადობენ და სასტიკად ექცევიან უდანაშაულო ქართველებს. თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, „ქართული ოცნება” გააგრძელებს ძალადობისა და სისასტიკის კამპანიის გაზრდას იმ დონემდე, რაც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ინდივიდუალური სანქციების დაწესება უნდა დაიწყოს თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ დარბევის ორგანიზებაში. ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს იმავეს გაკეთებისკენ მოვუწოდებ”, – ნათქვამია ჯო უილსონის განცხადებაში.