მთავარისაქართველოთბილისსა და რეგიონებში პოლიციის შენობებთან ქალთა აქციები გაიმართა

თბილისსა და რეგიონებში პოლიციის შენობებთან ქალთა აქციები გაიმართა

თბილისსა და რეგიონებში მდებარე პოლიციის შენობებთან, ორგანიზაციებმა “ქალთა მოძრაობა” და “საფარი” ქალთა აქცია გამართეს. იქ მისული ქალები საპროტესტო აქციებზე მათი შვილების დარბევის გამო პოლიციას სთხოვენ პასუხს.

ქალებს აქციაზე, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაზარალებული მოქალაქეების ფოტოები ჰქონდათ მოტანილი. ერთ ქალს კი ხელები წითლად ჰქონდა შეღებილი, რომელიც მისი თქმით, ასახავს მმართველ ხელისუფლებას.

პარალელურად, აქციის მონაწილეები მიმართავდნენ პოლიციას, რომ მათ აქციებზე ხალხის უსაფრთხოება დაეცვათ. ქალები ამბობენ, რომ  პოლიციელები მათი უსაფრთხოების გარანტები უნდა იყვნენ. მათ მოუწოდეს, უწყებაში დასაქმებულ ყველა პოლიციელს, რომ დაიცვან თითოეული მოქალაქე და შეასრულონ ფიცი, რომელიც მათი საქმიანობის დაწყებისას დადეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend