მთავარიევროპარუმინეთირუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს გაიმართება

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს გაიმართება

რუმინეთში სამთავრობო კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ულტრამემარჯვენე პარტიების პოპულარობის ზრდის ფონზე პროდასავლური პარტიები კოალიციის შექმნას განიხილავენ.

ულტრანაციონალისტმა კელინ ჯორჯესკუმ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. მეორე ტურში იგი პროევროპელ ელენა ლასკონის დაუპირისპირდება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც რუმინეთში დემოკრატიას მისცა ხმა. მე ვარ კანონისა და კონსტიტუციის მტკიცე მხარდამჭერი. ღმერთი ამჯერადაც დაგვეხმარება, რომ ვიყოთ ერთიანი, ვიბრძოლოთ დემოკრატიისა და იმისათვის, რომ რუსეთი არ შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ რუმინეთი”, – განაცხადა პარტია Union Save Romania-ს ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ელენა ლასკონმა.

ბევრი დამკვირვებლის აზრით, რუმინეთის საპრეზიდენტო შედეგი მიუთითებს იმას, რომ ქვეყანაში რუსული პროპაგანდა ძლიერდება.

„ვფიქრობ, გუშინდელი კენჭისყრით რუმინელებმა მკაფიო გზავნილი გაუგზავნეს თავიანთ რჩეულ პოლიტიკოსებს – არა ევროპისთვის. ექსტრემისტების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ზრდა 2020 წელთან შედარებით აჩვენებს, რომ რუმინელები სასოწარკვეთილი არიან. თუმცა მათი ნაწილი მაინც ცდილობს, დაიცვას ქვეყნის პროევროპული კურსი. ისინი შეშფოთებული არიან საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით“, – განაცხადა პოლიტიკური მეცნიერების მკვლევარმა, სოტ ადი ზაბავამ.

როგორც ვარაუდობენ, კენჭისყრის მეორე ტური, რომელიც 8 დეკემბერს გაიმართება. დაძაბული იქნება. სასწორის პინაზე დევს ქვეყნის სტრატეგიული ორიენტაციის საკითხები. ჯორჯესკუს მეტოქე ელენა ლასკონი წამყვან კანდიდატებს შორის ყველაზე მეტად უჭერს მხარს, რუმინეთის წევრობას ევროკავშირსა და ნატოში. მისი აზრით, ნატო უფრო აქტიურად უნდა მოქმედებდეს რუმინეთში. იგი ასევე ერთადერთი კანდიდატია, რომელიც ეწინააღმდეგება მშვიდობის სანაცვლოდ უკრაინის მიერ ტერიტორიის დათმობას.

სოციალ-დემოკრატების ლიდერმა უარი განაცხადა პროევროპელ კანდიდატ ლასკონის მხარდაჭერაზე და განაცხადა, რომ რუმინელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რას აირჩევენ.

„რუმინელებმა ამ ეტაპზე გამაფრთხილებელი ბარათი მისცეს პოლიტიკოსებს. მათ გვაჩვენეს, რომ თავად წყვეტენ თავიანთ მომავალს და არა მე. მე მესმის რუმინელების და პატივს ვცემ მათ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვიყოთ საზოგადოებაში ის ძალა, რომელიც დამაბალანსებელ როლს შეითავსებს“, – განაცხადა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა მარჩელ ჩოლაკუმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend