მთავარისაქართველორუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე დასუფთავებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. პარალელურად, ტერიტორიას ტოვებენ ის საპოლიციო ძალები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს ეზოში იყვნენ განლაგებულები.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. რუსთაველის გამზირზე დასუფთავებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. პარალელურად, ტერიტორიას ტოვებენ ის საპოლიციო ძალები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს ეზოში იყვნენ განლაგებულები. თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები თბილისში ორი ადგილას – გორგასლის ქუჩაზე, “ქართული ოცნების” ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. გვიან ღამით საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend