მთავარისაქართველოპარლამენტთან გამართულ აქციაზე 43 პირია დაკავებული

პარლამენტთან გამართულ აქციაზე 43 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი. მათივე ინფორმაციით, აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი.

უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend