მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად კიტ კელოგი დანიშნა.

ინფორმაცია დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გუშინ დაადასტურა.
ტრამპის პირველი ვადის დროს კიტ კელოგი 2017-2021 წლებში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის უფროსი და მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის,

მაიკ პენსის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იყო. კიტ კელოგის ეკუთვნის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმა, რომელიც მან დონალდ ტრამპს წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის არ ჰყავს უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი და ტრამპი თანამდებობის შექმნას აპირებს.
ამერიკულ მედიაში ამბობენ, რომ კელოგის გეგმა საბრძოლო ხაზების მათ არსებულ ადგილებზე გაყინვას ითვალისწინებს

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend