მთავარისაქართველო„არშეგუება, არდანებება, წინააღმდეგობა…” - სალომე ზურაბიშვილი.

„არშეგუება, არდანებება, წინააღმდეგობა…” – სალომე ზურაბიშვილი.

„მოგმართავთ ყველას, ვინც ტელევიზორთან ხართ, ვინც გამოსული ხართ – არ დაკარგოთ იმედი, არავინ გაბედოს და არ ჩაგიკლათ დღევანდელი პროტესტი. არშეგუება, არდანებება და წინააღმდეგობა და მე ამის ერთგული ვიქნები ბოლომდე ისევე, როგორც თქვენ იქნებით ერთგული ბოლომდე”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მასთან ერთად იდგნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

პრეზიდენტის ეს განცხადება მოჰყვა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისა და საბიუჯეტო გრანტებზე უარის თქმის შესახებ. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ქართული ოცნების ოფისში ეს გადაწყვეტილება გამოაცხადა, ხალხმა ქუჩებში პროტესტის ნიშნად შეკრება დაიწყო, პრეზიდენტმა კი სასახლეში ელჩებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან დაიწყო შეხვედრები. სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგიც სწორედ ამ შეხვედრების შემდეგ გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს პოლიციასაც მიმართა:

“მინდა, მივმართო პოლიციას, ნამდვილ პოლიციას, რომელიც სახელმწიფოს ემსახურება – თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი ხართ და თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოში არის ის, რომ მოქალაქეები დაიცვათ და არა მონები და არა რუსები და არა უცხოელები და არა მოღალატეები, ასე რომ, თქვენც აიღეთ თქვენს ხელში, რაც არის თქვენი გადასაწყვეტი!“

ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ასევე მიმართავს ჯარს:

„მინდა, მივმართო ქართულ ჯარს, იმ ჯარს, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად სტკივა გული, რომელსაც დღეს არანაირი მოქმედება არც შეუძლია და არც ევალება, მაგრამ ის არის ყველაზე ერთგული ამ ქვეყნის, ის არის, რომელსაც ყველაზე უფრო გული სტკივა, რომ ეს ქვეყანა უბრუნდება იმ რუსეთს, რომელსაც ჩვენ ძლივძლივობით დავაღწიეთ თავი, დავამტკიცეთ ჩვენი დამოუკიდებლობა“.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართული ბრიფინგის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები გააგრძელა. პარალელურად კი თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც “ქართული ოცნების” ოფისთან გამართული აქციის მონაწილეებიც შეუერთდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend