ცეცხლის შეწყვეტამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელმა დაიწყო ძლიერი დარტყმები, რამაც ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში არეულობა გამოიწვია.
თუმცა მას შემდეგ, რაც ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა, სიმშვიდემ დაისადგურა და ლიბანელი ხალხი საკუთარი სახლებისკენ დაიძრა.
„საუკეთესო განცდაა, რომ გავთავისუფლდით და სახლში ვბრუნდებით. მჯერა, რომ ჩვენი წინააღმდეგობისა და სიმამაცის წყალობით, ყოველთვის გამარჯვებულები ვიქნებით“,-ამბობს ზეინაბ ასკარი, დევნილი
„აქ ჩემი სახლია, რომელიც დაინგრა. ჩვენ ბევრი საყვარელი ადამიანი დავკარგეთ. თუმცა მადლობა ღმერთს, რომ საბოლოოდ ყველაფერი დასრულდა“,-ამბობს ბათულ დაუქი, დევნილი, ჰეზბოლას მხარდამჭერი
ისრაელის არაბულენოვანმა სამხედრო სპიკერმა ავიჩაი ადრეიმ დევნილი ლიბანელები გააფრთხილა, რომ სამხრეთ ლიბანის სოფლებში არ დაბრუნდნენ.
ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ, თელ-ავივის მაცხორებლებს უჩნდებათ კითხვები თუ რატომ ვერ აღწევენ იგივე შეთანხმებას ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
“ეს ყველაფერი დროებითი და მოჩვენებითია, ჩვენ ტერიტორიებზე ყოველთვის ომებია, აქ სიტუაცია არასდროს დასტაბილურებულა და არც დასტაბილურდება“,-ამბობს შმულიკ ლუშტიგი, თელ-ავივის მაცხოვრებელი
„ცეცხლის შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლება ძალიან კარგი ამბავია. თუმცა ასეთ შეთანხმებას ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებითაც ველით, რასაც იმედია მალევე მივაღწევთ.“-ამბობს მეირ ჯანი, თელ-ავივის მაცხოვრებელი
ლიბანელმა სამხედროებმა სამხრეთ ლიბანში დაბრუნების მსურველი დევნილებს გააფრთხილეს, რომ თავიდან აიცილონ ფრონტის ხაზის სოფლები და ქალაქები საზღვრის მახლობლად, სადაც ისრაელის ჯარები ჯერ კიდევ იმყოფებიან.
გზატკეცილი, რომლითაც ბეირუთი სამხრეთ ლიბანს უკავშირდება, ძალიან გადაიტვირთა. ათასობით მოქალაქე თავიანთი ნივთებითა და მანქანებზე გადაკრული ლეიბებით მიემართებიან სამხრეთისკენ.
ლიბანის ჯანდაცვის ოფიციალური პირების ცნობით, ლიბანში ხანძრის შედეგად ბოლო 13 თვის განმავლობაში 3760-ზე მეტი პირი დაიღუპა, მათ შორის ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა.
საზეიმო სროლები ისმოდა ქალაქის მთავარ წრეზე. უკან დაბრუნებული ხალხი ხმამაღლა ასიგნალებდა და ყველა მხიარულობდა.