ვიდრე მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ცნობილი გახდებოდა, სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ვერსიას განიხილავდნენ, ზოგი ფიქრობდა, რომ შესაძლოა „ქართულ ოცნებას“ ამ პოზიციაზე კონსტანტინე გამსახურდია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი დაესახელებინა.
სავარაუდო ვერსიებს შორის იყო ირაკლი ღარიბაშვილისა და სოზარ სუბარის კანდიდატურებიც, თუმცა მიხეილ ყაველაშვილის დასახელება სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელებში გადაწყვეტილებას საქართველოს მომავალი პრეზიდენტის შესახებ.