მთავარისაქართველოქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში პრობლემად რჩება

ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში პრობლემად რჩება

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს პროექტთან თანამშრომლობით გამართა კონფერენცია, სახელწოდებით „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“. ანგარიში, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა წარადგინა, 2022 წელს მომხდარი საქმეების ანალიზს მოიცავს.

„ალბათ გიჩნდებათ კითხვა, რატომ 2022 წლის? იმიტომ, რომ იმ საქმეების ანალიზი გავაკეთეთ, რომელთა განხილვაც სასამართლოში დასრულდა. ამას საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. სასამართლოში უნდა დასრულდეს, შემდეგ ჩვენ გამოვითხოვოთ და ანგარიში მოვამზადოთ. არც 2023 წელს იყო სახარბიელო მდგომარეობა. ჩემს ანგარიშში, რომელიც პარლამენტში წარვადგინე, ნათლად ჩანდა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენს ქვეყანაში გამოწვევად რჩება. თუ გადავხედავთ 2023 წლის სტატისტიკას, ვნახავთ, რომ ყოველ კვირაში ერთზე მეტ ქალს ან კლავდნენ, ან მასზე ძალადობდნენ, რაც არის სავალალო სტატისტიკა“, – განაცხადა იოსელიანმა.

კონფერენცია გაიმართა შვედეთის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში – „გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისათვის“.

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეფასებით, ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება. მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ფემიციდთან და გენდერული ნიშნით ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ყოველთვის ხაზს უსვამს და სხვადასხვა უწყებას პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტური ზომების გატარებისკენ მოუწოდებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend