მთავარიკუბიმიმდინარე პოლიტიკური მოვლენები სოციალური ქსელებში

მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები სოციალური ქსელებში

სოციალურ ქსელში ოპოზიციის არაერთი მხარდამჭერი წერს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ქმედითი ნაბიჯები ვერ გადადგეს და ვერ შეძლეს დაპირისპირებოდნენ მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას.”

ერთ-ერთი ბლოგერი, დავით ჩხეიძე, წერს, რომ ბრძოლის ხაზი ახლა პოლიტიკურ პარტიებზე გადის, და არა იმ პრობლემაზე შეიკრიბა თუ არა საზოგადოება აქციებზე. მისი თქმით, სწორედ საზოგადოება დგას ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე.

“დასავლური პერსპექტივის დაკარგვაზე, რეალური დემოუკიდებლობის და თავისუფლების დაკარგვაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება არა “ქართულ ოცნებას”, არამედ მას, ვინც გატყდება. ამაში იგულისხმება პოლიტიკური ლიდერით დაწყებული, თითოეული მოქალაქით დამთავრებული”, – წერს ბლოგერი დავით ჩხეიძე.

თუმცა, ამავე დროს, ოპოზიციური პარტიების კრიტიკასთან ერთად, არაერთი მოქალაქე საპირისპირო აზრსაც გამოთქვამდა სოციალურ ქსელებში. პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ჰყავს ღირსეული პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.

“ძირითადი შეცდომა, რაც შეიძლება მოგვივიდეს არის ის, რომ ოპოზიციაში ყველას ერთი ხაზი გადავუსვათ, ყველა ერთ ქვაბში ჩავყაროთ”, – წერს ნიკა ჩერქეზიშვილი ფეისბუკზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend