მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატის უფლებამოსილება “ქართული ოცნების” 88 დეპუტატმა ცნო. პირველ სხდომას არ დაესწრო ოპოზიცია.
როგორც ცნობილია, ოპოზიცია პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობს და შესვლას არ აპირებს. პირველ სხდომაზე პარლამენტისა და კომიტეტების თავმჯდომარეები, მოადგილეები და წევრები აირჩიეს. ასევე, შეიქმნა “ქართული ოცნების” ფრაქცია, რომელიც 80 დეპუტატისგან შედგება. დანარჩენი დეპუტატები პოლიტიკური გაერთიანება “ხალხის ძალის” წარმომადგენლები არიან. პროტესტის ფონზე მიმდინარე სხდომას დაესწრო დეპუტატი და პარტია ”ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.