შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილე დააკავეს.
უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში მონაწილეობდა, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.