მთავარისაქართველო25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა უნდა გაიმართოს

25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა უნდა გაიმართოს

დღეს, 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა უნდა გაიმართოს, რომელიც, როგორც ცნობილია, 12 საათზე გაიხსნება.

რეგლამენტის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს არჩევნების შედეგებს გააცნობს და სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას გადასცემს.

დაგეგმილია, რომ პირველ სხდომაზე პარლამენტი აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერებსა და კომიტეტების თავმჯდომარეებს. პირველ სხდომაზე აღიარებულ იქნება 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება, შეიქმნება ფრაქციები, აირჩევენ თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს, ასევე შეიქმნება საპარლამენტო კომიტეტები და აირჩევენ მათ თავმჯდომარეებს.

პარლამენტში დღეს უსაფრთხოების დამატებითი ზომები იმოქმედებს – კერძოდ, იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, ანუ ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. მათივე ცნობით, ამ ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend