პარტია “გახარია საქართველოსთვის” 25 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტთან და არა სხდომათა დარბაზში”, – წერია პარტიის განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, მე-11 მოწვევის პარლამენტი ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და მას ნდობა არ აქვს.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ ორშაბათს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე ქართველი ხალხის ხმა უნდა გააგონონ მათ, ვინც საქართველოს მოქალაქეებს “ხმა მოჰპარა”.
პარტია “ გახარია საქართველოსთვის” ამ განცხადებით მოუწოდებს თავის ამომრჩეველს 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან მივიდნენ და მშვიდობიან პროტესტში ჩაერთონ.