მთავარიგადაცემებიბრიუსელი ჩემი სიყვარული?„ბრიუსელი ჩემი სიყვარული?“ - რას მოუტანს ტრამპის დაბრუნება ევროკავშირს: კატასტროფას თუ ...

„ბრიუსელი ჩემი სიყვარული?“ – რას მოუტანს ტრამპის დაბრუნება ევროკავშირს: კატასტროფას თუ შესაძლებლობას?

გადაცემის „ბრიუსელი ჩემი სიყვარული?“ ამ გამოშვებაში „ევრონიუსი“ განიხილავს, თუ როგორი უნდა იყოს ევროკავშირის პოლიტიკა დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის პერიოდში და რამდენად შესაძლებელია, რომ გერმანიის სამთავრობო ქაოსმა შეარყიოს ევროკავშირის სტაბილურობა.

სადისკუსიო პანელის სტუმრები არიან მეთიუ რობინსონი, ევროპისა და სპარსეთის ყურის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი (Euro-Gulf Information Centre), ადვოკატი ვაჭრობის საკითხებში ნატალი მაკნელისი,  რომელიც მუშაობს კომპანიების შერწყმისა და შესყიდვის საკითხებზე სააგენტო  Mlex -ში (საგამოძიებო საინფორმაციო სააგენტო) და გრეგ სვინგენი – საკონსულტაციო კომპანია Rud Pedersen Public Affairs-ის უფროსი მრჩეველი, რომელიც ასევე არის ორგანიზაციის „დემოკრატები უცხოეთში“ (Democrats Abroad) ოფიციალური წარმომადგენელი.

პანელის სტუმრება გამოთქვეს მოსაზრებები დონალდ ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებით და ასევე თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ევროკავშირისა და აშშ-ის ურთიერთობებში.

ექსპერტმა ვაჭრობის საკითხებში ნატალი მაკნელისმა გამოთქვა მოსაზრება, რომ  სავაჭრო ომი გარდაუვალია, რადგანაც ტრამპის საყვარელი სიტყვა არის „ტარიფი“.

„მას (ტრამპს) არ ესმის, რა შედეგებს გამოიწვევს ტარიფები. ტარიფები აუცილებლად გაზრდის სამომხმარებლო ფასებს ამერიკაში. თუმცა მათ უზარმაზარი გართულებები მოჰყვება მთელ მსოფლიოში,“ – ამბობს ნატალი.

პანელზე ასევე განიხილეს გაეროს კლიმატის კონფერენციის COP29-ის საკითხი და დასვეს კითხვა, თუ რამდენად მოახდენს ტრამპის მეორე ვადა უარყოფით გავლენას კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მოკლევადიან პერიოდში.

უყურეთ სრულად გადაცემას „ბრიუსელი ჩემი სიყვარული?“ თანდართულ ვიდეოში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend