საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს 16 ნოემბერს ბათუმში გამართავს.
ვილი სანიოლის გუნდი „აჭარაბეთ არენაზე” უკრაინას უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები უკვე ბათუმში არიან და მატჩისწინა ვარჯიშიც ჩაატარეს.
უკრაინასთან მატჩის შესახებ პრესკონფერენციაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრეს.