გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი სკოტ ანდერსონი აცხადებს, რომ ღაზაში არსებული ჰუმანიტარული ვითარება კრიტიკულია და შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაუარესდეს.
ბრიუსელში ევრონიუსთან საუბრისას გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა სკოტ ანდერსომა კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდა, პატივი სცენ შეთანხმებებს და თავს არ დაესხან მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გამოყოფილ ზონებს.
The humanitarian situation in #Gaza is rapidly deteriorating, and famine is imminent in areas within the northern Gaza Strip.
Is required within days to avert and alleviate this catastrophic situation.
Immediate, safe, and unimpeded humanitarian access and a #CeasefireNow are… pic.twitter.com/quYdc0LkzG
— UNRWA (@UNRWA) November 10, 2024
„ღაზაში არ არსებობს უსაფრთხო ადგილი. მათ შორის უსაფრთხო ზონები. სამწუხაროდ, კონფლიქტის არცერთი მხარე არ ითვალისწინებს შეთანხმებას და თავს ესხმის იმ ადგილებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა თავს დაცულად უნდა გრძნობდეს, მათ შორის საავადმყოფოებსა და გაეროსა და პალესტინის სკოლებს”,- აცხადებს ანდერსონი.
ანდერსონმა ასევე უპასუხა ბრალდებებს, რომელთა თანახმად, სააგენტო ლმობიერი იყო „ჰამასის“ მიმართ, რომელსაც ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ UNRWA-მ (გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტომ) მაშინვე მიიღო შესაბამისი ზომები, როცა აღმოაჩინა, რომ მისი ზოგიერთი თანამშრომელი დაკავშირებული იყო ამ დაჯგუფებასთან.
როდესაც მას ჰკითხეს, რამდენად დარწმუნებულია, რომ სააგენტოში აღარ არიან „ჰამასის“ მებრძოლები, ანდერსონმა უპასუხა: „არ მგონია, ვინმემ დარწმუნებით ისაუბროს თავისი სამუშაო ძალის შესახებ. ჩვენთან 13000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ჩვენ ნეიტრალიტეტს ძალიან სერიოზულად ვუყურებთ, ეს (UNWRA) გენერალური კომისრის სწრაფი ქმედებითაც ჩანს. თუმცა დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რომ „ჰამასი“ ბოლომდეა ამოძირკვული ჩვენი ორგანიზაციიდან“, – განაცხადა ანდერსონმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მათ არ გააჩნიათ რაიმე მტკიცებულება „ჰამასის“ წევრების დასაქმების შესახებ. მისი თქმით, ეს რომ მომხდარიყო, შესაბამის ზომებს უკვე მიიღებდნენ.