გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 23 თებერვალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ოლაფ შოლცის მთავარი მოწინააღმდეგე არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერი ფრიდრიხ მერცი იქნება.
კვლევები აჩვენებს, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული” და „ქრისტიან-სოციალური პარტიები” არჩევნებში 32%-ს მიიღებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, სწორედ ისინი შეკრავენ კოალიციას და კანცლერად ფრიდრიხ მერცს აირჩევენ.
მერცი მემარჯვენე-ცენტრისტი პოლიტიკოსია, რომელმაც განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ომის დასასრულებლად 24 საათს მისცემს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს არ მოხდება, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ „ტაურუსის” ტიპის რაკეტებს გადასცემს და კიევს მისცემს უფლებას, რუსეთის ტერიტორია მიზანში ამოიღოს.