მთავარიევროპამოლდოვამოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა

მოლდოვას ტერიტორიაზე ორი რუსული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ახლადდანიშნული ელჩი ოლეგ ოზეროვი სამინისტროში დაიბარა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ოზეროვს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო წერილს წარუდგენენ, რომელიც მოლდოვის არჩევნებში რუსეთის ჩარევასა და 10 ნოემბერს მოლდოვის საჰაერო სივრცეში ორი რუსული დრონის შესვლას შეეხება.

მოლდოვის ტერიტორიაზე დრონები კაუზენის და რისკანის რაიონებში ჩამოვარდა. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუს განცხადებით ორი დრონი მოსახლეობისთვის ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ მოლდოვის საჰაერო თავდაცვის რადარებს დრონების აღმოჩენა არ შეუძლიათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend