ისრაელელმა სამხედროებმა სამხრეთ ლიბანში ,,ჰეზბოლას“ მიწისქვეშა გვირაბები აღმოაჩინეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ასე აღმოჩენილია მიწისქვეშა საცხოვრებელი გვირაბები და დიდი რაოდენობით იარაღი.
ისრაელელმა სამხედროებმა ამ ინფორმაციის დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც გაავრცელეს.
⭕️ Operational update from Lebanon:
Multiple underground terrorist tunnels have been dismantled by our troops, including a tunnel that was strategically located under a cemetery.
Hezbollah doesn’t value human life—dead or alive. pic.twitter.com/77Ry4bQk0V
— Israel Defense Forces (@IDF) November 10, 2024
კონფლიქტი ლიბანსა და ისრაელს შორის 2024 წლის 23 სექტემბერს გამწვავდა. ისრაელის ინტენსიური საჰაერო თავდასხმების გამო, სამხრეთი და აღმოსავლეთი ლიბანიდან მილიონზე მეტ მშვიდობიან მოქალაქეს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია, ასობით პირი კი დაიღუპა.
2024 წლის 1-ელ ოქტომბერს ისრაელმა ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისინი ინტენსიურად ანადგურებენ ,,ჰეზბოლას“ შეიარაღებას და საზღვრის მახლობლად ტერორისტების სამეთაურო ცენტრებს, მათ შორის ,,ჰეზბოლას“ მიწისქვეშა ქალაქებსა და გვირაბებს.
გასული კვირის განმავლობაში, ბეირუთის ჩრდილოეთით, ისრაელის თავდასხმას, 23 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 7 ბავშვის. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულია კიდევ ექვსი პირი.
,,ჰეზბოლა“ კი აგრძელებს სარაკეტო იერიშებს ლიბანის ჩრდილოეთიდან ისრაელის ცენტრალური მიმართულებით. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე საომარ მოქმედებებს 3000-ზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.