მთავარისპორტისაქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან მატჩისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან მატჩისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ნოემბრის სანაკრებო შეკრებაზე ორ მატჩს გამართავს.

მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამ მატჩებისთვის მზადების პროცესის შესახებ ისაუბრა პრესკონფერენციაზე, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს უკრაინას ბათუმში უმასპინძლებს, 19 ნოემბერს კი ჩეხეთს ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება.

„ბოლო 2-3 წლის მანძილზე გამონაკლისების გარდა ერთი და იმავე ტაქტიკით ვთამაშობთ. ალბანეთთან მატჩში გიორგი ქოჩორაშვილი არ გვყავდა, ამიტომაც რაღაც განსხვავებულის გაკეთება ვცადეთ. თუმცა ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ჩვენი სტილით თამაში უნდა გავაგრძელოთ და მივყვეთ ჩვენს გეგმას. არ უნდა ველოდოთ თითოეულ მატჩში ცვლილებას. როდესაც მოთამაშეები ნაკრებში მოდიან, უნდა იცოდნენ ის, თუ რა მოხდება, როგორ ვითამაშებთ. არ ვფიქრობ, რომ მუდმივი ცვლილებები ნაყოფიერი იქნება.

რა თქმა უნდა, დაცვაში გვყავს მოთამაშეები, რომლებიც ასაკში არიან და სამომავლოდ მათი შეცვლა ახალგაზრდებს მოუწევთ. ამისათვის რამდენიმე მოთამაშე უკვე გამოვცადეთ. ახლა დიდი არჩევანი არ გვაქვს, თუმცა, მაგალითად, გვყავს საბა გოგლიჩიძე, რომელიც, სავარაუდოდ, ამ ორი თამაშიდან ერთს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. საბას შესახებ რამდენიმე თვის წინ საერთოდ არ ვსაუბრობდით, თუმცა ის ახლა „ემპოლიშია“ და მისი გვეიმედება. საბას თავის გამოჩენის შანსი აუცილებლად ექნება.

საფრანგეთში „ლიონისა” და „სენტ ეტიენის” დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებული იყო, ახლა კი ეს მატჩი ჩვენთვის უფრო საინტერესოა, რადგანაც იქ ორი ქართველი იასპარეზებს. ზურიკო დავითაშვილი, ალბათ, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, რადგანაც ბოლოს მან ძალიან მოუმატა, გიორგი მიქაუტაძემ კი შესაძლოა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას შესაძლოა მიიღოს შანსი და გამოიყენოს. კარგია, რომ გუშინ „ჰოფენჰაიმთან“ ითამაშა. ჩვენ თავდაჯერებული გიორგი მიქაუტაძე გვჭირდება“, – თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend