მთავარისაქართველოემანუელ მაკრონის, ოლაფ შოლცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივი განცხადება საქართველოს შესახებ

ემანუელ მაკრონის, ოლაფ შოლცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივი განცხადება საქართველოს შესახებ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ისინი ამბობენ, რომ ვერ დაუჭერენ მხარს ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებას, თუ ქვეყანა რეფორმებს არ გაატარებს.

„სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ კურსს და არ გამოავლენს მცდელობას გაატაროს ხელშესახები რეფორმები, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი კანონმდებლობის გაუქმებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს საქართველოსთან გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნას“, – წერია განცხადებაში.

განცხადებას REUTERS ავრცელებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend