მთავარიმსოფლიოკავკასიაკლიმატის სამიტს ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი არ დაესწრებიან

კლიმატის სამიტს ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი არ დაესწრებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაეროს კლიმატის სამიტს, რომელიც მიმდინარე თვეს ბაქოში გაიმართება, არ დაესწრებიან.

აზერბაიჯანში დაგეგმილ სამიტში 100-ზე მეტი ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. ისინი განიხილავენ პარიზში ცხრა წლის წინ კლიმატთან დაკავშირებით შემუშავებულ  გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური ტემპერატურის შენარჩუნებას 2 გრადუს ცელსიუსზე დაბლა.

უკვე ცნობილია, რომ  აზერბაიჯანში ევროპიდან ჩეხეთის, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, იტალიის, პოლონეთისა და ესპანეთის ლიდერები ჩავლენ.

დებატების მთავარი საკითხი იქნება, თუ ვინ გამოყოფს ტრილიონ დოლარს იმისთვის, რომ  განვითარებადი ქვეყნები  გაუმკლავდნენ  ექსტრემალურ ამინდს და თავიდან აიცილონ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება.

თეთრმა სახლმა  განაცხადა,  რომ არც  აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაესწრება აზერბაიჯანში დაგეგმილ კლიმატის სამიტს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend