მთავარიკუბი“რუსული გავლენის აქტორები” - ყალბი ვიდეოები აშშ-ის არჩევნების თაობაზე

“რუსული გავლენის აქტორები” – ყალბი ვიდეოები აშშ-ის არჩევნების თაობაზე

სოციალურ ქსელებში X-სა და ფეისბუკზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ მაგიდაზე დევს სავარაუდოდ ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების ყუთი, საიდანაც ბიულეტენებს იღებს უცნობი ადამიანი და შემდგომ მას ანადგურებს.

ვიდეოზე ჩანს, რომ ის ანადგურებს იმ ბიულეტენს, რომელზეც გაფერადებულია დონალდ ტრამპი. უცნობი ადამიანი კამალა ჰარისისთვის მიცემულ ხმას ტოვებს, ხოლო ტრამპისას ანადგურებს.
ეს ვიდეო ამჟამად წაშლილია იქსიდან, ხოლო ფეისბუკზე მონიშნულია როგორც დეზინფორმაცია. კერძოდ, აღნიშნულია, რომ აშშ-ის კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის სააგენტოს დასკვნით მიხედვით, ეს ვიდეო რუსეთის გავლენის აქტორების მიერ არის დამზადებული.

პენსილვანიის შტატის უბნის კომისია, სადაც თითქოს უნდა მომხდარიყო ის დარღვევა, რაც ვიდეოზე ჩანს, აღნიშნავს, რომ კონვერტზე დატანილი ინფორმაცია, ისევე როგორ მასალა, თუ რით არის დამზადებული ბიულეტენები არის გაყალბებული.

კომიტეტმა რამდენიმე მინიშნებაზე ილაპარაკა, მაგალითად, ის რომ კონვერტი რეალური საარჩევნო კონვერტისგან განსხვავებული ფერისაა და ასევე კონვერტზე არ არის დატანილი დაბრუნების მისამართი. ამასთან, ვიდრე არ არის დასრულებული არჩევნები, ხმების დათვლა არის აკრძალული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend