მთავარისაქართველოსადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ ცესკოს თავმჯდომარის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ ცესკოს თავმჯდომარის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, მისი მოადგილის გიორგი შარაბიძისა და ცესკოს მდივნის, გიორგი ჯავახიშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

როგორც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მასშტაბური სქემის განხორციელებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სწორედ ამ პირებმა შეასრულეს. კერძოდ, მისივე თქმით, ცესკომ არ შეასრულა გაცემული დაპირება, რომ არჩევნების დღეს, ბიულეტენის ხარისხი ხმის მიცემის ფარულობას უზრუნველყოფდა. ასევე, არჩევნების დღისთვის განკუთვნილი ბიულეტენები თხელ ქაღალდზე იყო დაბეჭდილი, რაც ელექტრონულ უბნებზე მყოფი პირებისთვის შესაძლებელს ხდიდა ამომრჩევლის არჩევანი იდენტიფიცირებული ყოფილიყო.

ლონდა თოლორაიას განმარტებით, ცესკოს ამ ქმედებამ არჩევნების დღეს საშუალება მისცა მმართველ პარტიას მასშტაბურად ეკონტროლებინა ამომრჩევლის ნება, როგორც საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ, ასევე, კენჭისყრის კაბინებთან და ხმის მთვლელ აპარატებთან დამონტაჟებული ვიდეოკამერების საშუალებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend