“გამოდით გარეთ!”, “მკვლელებო!” – ამ და სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით შეხვდა ხალხი ესპანეთის მეფე ფელიპესა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს, რომლებიც ვალენსიაში, წყალდიდობით დაზარალებულ ქალაქ პაიპორტაში ჩავიდნენ.
ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ზრუნავენ მონარქიული სახელმწიფოს იმიჯზე. როგორც ცნობილია, ესპანეთში 48 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობა ესპანეთის მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მათი აზრით, ისინი არ აკმაყოფილებენ იმ მთავარ საჭიროებებს, რომლებიც ეფექტური მთავრობის შემთხვევაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
სამეფო ოჯახის წევრებსა და მთავრობის სხვა პირებს გაშლილი ქოლგებით იცავდნენ. ესპანელები მათ ნაგავსა და ნარჩენებს ესროდნენ.
სამართალდამცველები ცხენზე ამხედრებულები იგერიებდნენ განრისხებულ ესპანელებს.
,,ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს. ბევრი ადამიანია გაბრაზებული და იმედგაცრუებული, მათ მძიმე დღეების გადატანა მოუწიათ. თუმცა მათ არ იციან, როგორ მუშაობდა სხვადასხვა მექანიზმი, ან როგორ მოქმედებდა საგანგებო რეაგირების სამსახური. ჩვენ უნდა მივცეთ იმედი და გარანტია მოსახლეობას, რომ სახელმწიფო სრულად იქნება ჩართული ეფექტურობის გასაზრდელად, რაც მოსახლეობის დახმარებასაც ითვალისწინებს“- განახადა ესპანეთის მეფე, ფელიპე VI – მ.
მიუხედავად შეურაცხმყოფელი ეპითეტების მოსმენისა, მეფე ფელიპე მაინც ცდილობდა განრისხებულ მოსახლეობასთან საუბარს. თუმცა მან საერთო ენა გამონახა მხოლოდ ორ ახალგაზრდასთან, რომლებსაც სწრაფად ჩაეხუტა.
ესპანეთი ბოლო 50 წლის განმავლობაში ცდილობს წყალდიდობის შედეგებთან გამკლავებას. ახლაც სამაშველო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში უკვე მეექვსე დღეა, მიმდინარეობს.
წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 214-ამდე გაიზარდა. ყველაზე მეტი – 210 ადამიანია დაღუპული ვალენსიაში.