ბოლო 30 წლის განმავლობაში წყალდიდობამ ევროკავშირში 5,5 მილიონი ადამიანი დააზარალა. დაიღუპა 3000 ადამიანი და 170 მილიარდ ევროზე მეტი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია.
სექტემბერში ქარიშხალ „ბორისს“ ცენტრალურ ევროპაში 30 ადამიანი ემსხვერპლა. პოლონეთში ცხრა ადამიანი დაიღუპა, საჭირო გახდა 6500-ზე მეტი პირის ევაკუაცია. დაზიანდა 11 500-ზე მეტი სახლი.
2024 წლის 11 სექტემბერს რამდენიმედღიანი გადაუდებელი წვიმის შედეგად ქალაქ სტრონესა და ლიონდეკ-ზდრუის მახლობლად კაშხალი დაზიანდა. ადგილობრივი მცხოვრები ზბიგნევ რაკოჩკი მშობლების სახლში ათვალიერებს, ჯერ კიდევ რისი გადარჩენაა შესაძლებელი. ისინი აქ 30 წელიწადზე მეტ ხანს ცხოვრობდნენ, მდინარისგან მხოლოდ რამდენიმე მეტრის მოშორებით.
„წყალდიდობიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ დავბრუნდით. რაც ვნახეთ, უკრაინის ომის კადრებს ჰგავდა, მაგრამ სროლების გარეშე“, – განაცხადა მან.
სტიქიამ ზბიგნევს „ათასწლეულის წყალდიდობა“ გაახსენა, რომელიც რეგიონს 1997 წელს დაატყდა თავს და რომელმაც 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი პოლონეთში კრიზისების მენეჯმენტსა და სამოქალაქო დაცვის თვალსაზრისით.
დღესაც კი წყალდიდობის რისკის შემცირება მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ძირითადი ყურადღება დიდ ინფრასტრუქტურაზეა გადატანილი, ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად მიღებული გადაწყვეტილებები კი არასაკმარისია.
სოლიდარობისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ევროკავშირსა და პროგრამაში ჩართულ ქვეყნებში უზრუნველყოფს სწრაფ ფინანსურ რეაგირებას ყველა სახის საგანგებო სიტუაციაზე. ევროკავშირის სოლიდარობის ფონდი კი უფრო გრძელვადიან ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს დაზარალებულებს. მან 2002 წლიდან მოყოლებული 8,2 მილიარდ ევროზე მეტი თანხა გამოყო. როგორც წესი, ფონდი ყველაზე ხშირად წყალდიდობით გამოწვეულ ზარალს ანაზღაურებს.
სექტემბერში წყალდიდობის შედეგად განადგურებული პოლონური სოფლების მცხოვრებლებს არ აქვთ შესაბამისი ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯებს დგამენ ევროპული ინსტიტუტები მათ მხარდასაჭერად. ევრონიუსმა „მწვანე შეთანხმების“ სპიკერს, სტეფან დე კერსმაკერს, სთხოვა, აეხსნა, რა როლს ასრულებს ევროპა ბუნებრივი კატასტროფების შემთხვევაში, მაგალითად, წყალდიდობის დროს.
„შეთანხმების პოლიტიკის შედეგად 2021-2027 წლების პროგრამის მიხედვით, მიმდინარე პერიოდის განმავლობაში კატასტროფების რისკის მართვის ან მხარდაჭერის ცენტრში დაახლოებით 14 მილიარდი ევროა მობილიზებული. ყურადღება გამახვილებულია ძირითადად პრევენციასა და მზადყოფნაზე.” იგი განმარტავს, რომ პოლონეთმა მიმდინარე პროგრამის პერიოდში დაახლოებით 2,9 მილიარდი გამოყო კლიმატთან დაკავშირებული რისკების პრევენციისა და მართვისთვის.
სტეფანმა აღნიშნა, რომ კომისია და წევრი ქვეყნები თანხმდებიან დაფინანსების პრიორიტეტებზე, მაგრამ წევრი ქვეყნები პასუხისმგებელი არიან იმაზე, თუ რაში დაიხარჯება ეს ფული.
ჩვენ ამას თანმიმდევრულ პოლიტიკაში „საერთო მენეჯმენტს“ ვუწოდებთ. რა თქმა უნდა, ეს სრულიად ლოგიკურია, რადგან წევრი ქვეყნები ბევრად უკეთესად არიან ინფორმირებული, რომელ ორგანიზაციებს რა ტიპის დაფინანსება სჭირდებათ. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სახსრები ხელმისაწვდომი იყო წევრი ქვეყნებისთვის და რომ ისინი რეალურად განაგებდნენ მათ.
კლიმატის ცვლილება ცვლის ევროპულ პოლიტიკას. ადაპტაციას კი დრო და რესურსები სჭირდება. ექსტრემალური ამინდით გამოწვეული მოვლენების თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ ქვეყნებს შეუძლიათ, გააუმჯობესონ მათთან გასამკლავებელი საშუალებები.