გასულ წელს ჩრდილო-აღმოსავლეთში ჰელოუინის დღესასწაულზე ხალხს თბილი სამოსი ეცვა, თუმცა წელს ამ მხარეში უჩვეულოდ თბილი ტემპერატურაა
ნიუ-იორკში ჰელოუინის დღეს 25.5 გრადუსს ელოდნენ. ბოსტონში – 24-ს, ქალაქ სკენეკდატში კი ტემპერატურა 22 გრადუსი იყო. მზის ჩასვლამდე ბავშვები ნინძების, სუპერგმირებისა და პრინცესების ფორმებში იყვნენ გამოწყობილი.
„ლამაზი დღეა. ეს არ არის ჩვეულებრივი ჰელოუინის დღესასწაული, მაგრამ მიხარია, ჩემს შვილს ქურთუკის ჩაცმა რომ არ უწევს და თავისი კოსტიუმით თავისუფლად დადის“, – ამბობს ტომ კაჩმარეკი.
„განსხვავებული გარემოა, ჩვენ სიცივეს ველოდით. როდესაც ბავშვი ვიყავი, კოსტიუმების ქვეშ ქურთუკები გვეცვა. წელს არაჩვეულებრივი ამინდია, ბავშვებიც სხვადასხვა ტკბილეულს აგემოვნებენ. ახლა ეს არის მნიშვნელოვანი“, – ამბობს ლინანია კოლიერი, ერთ-ერთი მშობელი.
ყველას ახსოვს, რომ 2011 წელს ჰელოუინის დღესასწაულამდე ცოტა ხნით ადრე ნიუ-იორკის ჰადსონის რეგიონში დიდი თოვლი მოვიდა. მიუხედავად ამ დროისთვის უჩვეულო ტემპერატურისა, ბავშვები კმაყოფილი არიან და საკუთარი კოსტიუმებით თავს იწონებენ ქუჩებში.