მთავარიმსოფლიოსეზონური დეპრესიისკენ მიდრეკილი ადამიანები ზამთრის მოახლოებას განიცდიან

სეზონური დეპრესიისკენ მიდრეკილი ადამიანები ზამთრის მოახლოებას განიცდიან

ზამთრის მოახლოებას განსაკუთრებით ისინი განიცდიან, ვინც სეზონური დეპრესიისკენ არის მიდრეკილი.

სეზონური აფექტური აშლილობა დეპრესიის ერთ-ერთი ტიპია, რომელიც შემოდგომასა და ზამთარში მწვავდება, გაზაფხულსა და ზაფხულში კი მსუბუქდება. ხშირად, ამის პროვოცირება შესაძლოა საათის გადაწევამ გამოიწვიოს, რაც ამ უქმეებზე მოხდება.

„შემოდგომა არის სეზონი, როდესაც დღე მოკლდება. დროის ცვლა სეზონური დეპრესიის მქონე ადამიანებისთვის სერიოზული გამოწვევაა. მაგალითად, ორშაბათს, როცა სამსახურში მიდიან, სიბნელე იქნება, არადა, პარასკევს ყველაფერი სხვანაირად იყო“, – ამბობს ვერმონტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მკვლევარი კელი როჰანი.

მეცნიერები აქტიურად სწავლობენ სეზონური აფექტური აშლილობის გამომწვევ მიზეზებს, თუ როგორ აქცევს ჩვენს თვალში სპეციალიზებული უჯრედები სინათლის სპექტრის ლურჯი ტალღის ნაწილს ნერვულ სიგნალებად, რომლებსაც განწყობასა და სიფხიზლეზე გავლენა აქვთ.

მზის სხივების სპექტრში ლურჯ სინათლეს დიდი წილი აქვს. როდესაც ის ადამიანის ბადურას აღწევს, ტვინის სიფხიზლის ცენტრი აქტიურდება და თავს უფრო ენერგიულად ვგრძნობთ. ზამთარში მზის სხივების ნაკლებობაა და ეს სეზონური დეპრესიის ერთ-ერთი მიზეზია.

სეზონური დეპრესიისგან თავის დასაღწევად ორი საშუალება არსებობს: სინათლის თერაპია და მედიკამენტური მკურნალობა.

მირიამ ჩერი სინათლის თერაპიით სეზონურ აფექტურ აშლილობას მკურნალობს, ნიუ-იორკი, აშშ Copyright Miriam Cherry via AP

სინათლის თერაპია ითვალისწინებს სპეციალური მოწყობილობიდან ჩვეულებრივზე დაახლოებით 20-ჯერ უფრო კაშკაშა სინათლის გამოსხივებას. ამ მოწყობილობის გამოყენება ყოველ დილით 30 წუთის განმავლობაშია რეკომენდებული.

სეზონური აფექტური აშლილობის მკურნალობისას, როგორც წესი, ანტიდეპრესანტებს იყენებენ ხოლმე. ექიმების რჩევით, მედიკამენტების პარალელურად აუცილებელია მშვიდი ძილი და სეირნობა, ღრუბლიან ამინდშიც კი. სინათლის თერაპიისგან განსხვავებით, მედიკამენტურ მკურნალობას უფრო ხანგრძლივი ეფექტი აქვს.

„თუ გრძნობთ, რომ ზამთარში იტანჯებით იმ სიმპტომებით, რომლებიც თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს გიშლით, აისახება თქვენს ურთიერთობებზე სკოლაში ან სამსახურში, კარგი იქნებოდა, ექიმთან გასაუბრება, ნამდვილად გაქვთ თუ არა სეზონური დეპრესია და იმის გაგება, როგორ ვუმკურნალოთ მას“, – ამბობს ვერმონტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მკვლევარი კელი როჰანი.

ფსიქოთერაპევტი სეზონურ დეპრესიასთან გამკლავებაში დაგვეხმარება. მნიშვნელოვანია, არ შევეშვათ იმ აქტივობებს, რომლებიც მოგვწონს და გვახალისებს. აუცილებელია ადამიანებთან საუბარი და მეგობრებთან ერთად დროის გატარება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend