მთავარიაზიასამხრეთ კორეასამხრეთ კორეის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში იმყოფება

სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში იმყოფება

სამხრეთკორეელი დეპუტატი ჩრდილოეთ კორეის რუსეთთან სამხედრო ურთიერთობების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სამხრეთ კორეის დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში იმყოფება.

როგორც სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრი ამბობს, ეს ზრდის იმის შანსს, რომ ჩრდილოეთმა კორეამ უფრო მეტი ჯარისკაცი გაგზავნოს რუსეთის დასახმარებლად უკრაინაში.

„ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი გუშინ, 28 ოქტომბერს, ეწვია რუსეთს. ჩვენი ეროვნული დაზვერვის სამსახური ცდილობს, გაარკვიოს მაღალი დონის შეხვედრის დეტალები, ეს ჩვენთვის პრიორიტეტულია. გვაინტერესებს ის, თუ რას მიიღებს ჩრდილოეთი კორეა რუსეთისგან ჯარების უკრაინაში გაგზავნის სანაცვლოდ. როგორც ვიცით, რუსი სამხედროები ჩრდილოეთკორეელ სამხედროებს 100-ზე მეტი რუსული სამხედრო ტერმინის დამახსოვრებაში ავარჯიშებენ. ვიცით ისიც, რომ მათ უჭირთ ამ ტერმინების დამახსოვრება და ვფიქრობთ, რომ კომუნიკაცია მათ შორის პრობლემური იქნება“, – განაცხადა ლი სონგ კეუნმა, სამხრეთ კორეის დეპუტატმა.

.

მისივე ინფორმაციით, არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ ჩრდილოეთკორეელი სამხედროები, მათ შორის გენერლები, რუსეთის ომში უკვე წინა ხაზზე იბრძვიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend