ისრაელის კანონმდებლებმა ორშაბათს მიიღეს ახალი კანონპროექტი, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გაეროს მთავარი სააგენტოს მუშაობას, რომელიც დახმარებას უწევს ღაზის მოსახლეობას.
კანონპროექტი კრძალავს გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ნებისმიერ აქტივობას ან რაიმე სახის მომსახურების გაწევას ისრაელის შიგნით.
გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტომ დაგმო ახალი კანონი და სოციალური მედიის პლატფორმა იქსზე განაცხადა, რომ ეს ყველას შეშფოთებას უნდა იწვევდეს.
კანონპროექტი, რომელიც მყისიერად ძალაში არ შევა, დახმარების მიწოდებისა და განაწილების ისედაც მყიფე პროცესის სრულად ჩავარდნის საფრთხეს ქმნის. ეს კი იმ დროს ხდება, როდესაც ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში კიდევ უფრო მეტად უარესდება. აშშ-ც მოუწოდებს ისრაელს, გაზარდოს დახმარების მასშტაბი.
კენჭისყრაზე, რომელზეც ხმები 92-10-ის წინააღმდეგ გადანაწილდა, გაიმართა ცხარე დებატები კანონის მომხრეებსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის, რომლებიც ძირითადად არაბულ საპარლამენტო პარტიებს წარმოადგენენ.
ორშაბათს ასევე კენჭი უყარეს გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოსთან დიპლომატიური კავშირების გაწყვეტის საკითხს.
The vote by the Israeli Parliament against @UNRWA is unprecedented. It opposes the @UN Charter and violates the State of Israel’s obligations under international law.
Failing to push back against these bills will weaken our common multilateral mechanism.
This should be a… https://t.co/kx5JJOVEGe
— UNRWA (@UNRWA) October 28, 2024
ეს კანონპროექტები მიანიშნებს ისრაელსა და გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს შორის ურთიერთობების გაუარესებაზე. როგორც ცნობილია, ისრაელი გაეროს სააგენტოს „ჰამასის“ მებრძოლებთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნებაში ადანაშაულებს.
ცვლილებები ასევე სერიოზული დარტყმა იქნება სააგენტოსა და ღაზაში მყოფი პალესტინელებისთვის, რომლებსაც დახმარებას სწორედ ეს სააგენტო უწევდა ერთ წელზე მეტხანს მიმდინარე დამანგრეველი ომის განმავლობაში.
ამ კანონპროექტებმა შესაძლოა, შეაფერხოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.
თითქმის 2 მილიონი პალესტინელი იძულებით გადაადგილებული პირია, ღაზის სექტორს კი საკვების, წყლისა და მედიკამენტების უფრო ფართო მასშტაბის დეფიციტი ემუქრება.