მთავარიაზიაღაზაეგვიპტე ისრაელსა და “ჰამასს” მძევლების გასათავისუფლებლად ცეცხლის ორი დღით შეწყვეტას სთავაზობს

ეგვიპტე ისრაელსა და “ჰამასს” მძევლების გასათავისუფლებლად ცეცხლის ორი დღით შეწყვეტას სთავაზობს

ეგვიპტის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისმა ქვეყანამ ისრაელსა და “ჰამასს”ცეცხლის ორი დღით შეწყვეტა შესთავაზა.

შეთავაზება ითვალისწინებს ღაზაში მყოფი ოთხი მძევლისა  და რამდენიმე პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას,  ასევე ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. ეგვიპტე, კატართან და შეერთებულ შტატებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი მედიატორია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეგვიპტის პრეზიდენტმა საჯაროდ წარადგინა გეგმა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზაში, კერძოდ, შატის ლტოლვილთა ბანაკში, ისრაელის მიერ იძულებით გადაადგილებული პირებისთვის თავშესაფრად გადაკეთებულ სკოლაზე მიტანილ იერიშს 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ახლობლები და ოჯახის წევრები ასმას სკოლის ნანგრევებიდან ამოყვანილი ცხედრების ამოცნობას ცდილობდნენ. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.  ისრაელმა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დროს რამდენჯერმე მიიტანა იერიში თავშესაფრად გადაკეთებულ სკოლაზე. მათი თქმით,  სამხედროების სამიზნე „ჰამასია“, რომლის მებრძოლებიც  მშვიდობიან მოსახლეობას აფარებენ თავს. ამ თავდასხმებს უფრო ხშირად ქალები და ბავშვები ეწირებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend