მთავარისაქართველოდამკვირვებელთა დასკვნები გარემოებებზე, რომლებსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე

დამკვირვებელთა დასკვნები გარემოებებზე, რომლებსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე

„პარლამენტის არჩევნები მასშტაბური დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა და კენჭისყრის შედეგები, შესაძლოა, არ ასახავდეს მოქალაქეთა უმრავლესობის ნებას“, – ასეთია ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პირველადი შეფასებები.

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ დრომდე მუშაობენ შესაძლო დარღვევების შესახებ მტკიცებულებების დამუშავებასა და საჩივრების შედგენაზე. საოლქო კომისიებში 28 ოქტომბრის 20:00 საათისთვის 606 საჩივარია დაწერილი. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაზეც დამკვირვებლები მიუთითებენ,  მარკირების პროცედურის დარღვევის მრავალი შემთხვევაა.

ცესკოს ინფორმაციით, მარკირების პროცედურის დარღვევის შესახებ საოლქო კომისიებში 44 საჩივარი დაიწერა. გარდა მარკირებისა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” კითხვები აქვს ვერიფიკაციის აპარატებსა და იქ ჩატვირთულ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით.

საიას საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ნანუკა ყრუაშვილი ამბობს, რომ ვერიფიკაციის აპარატებში სპეციალური სიგნალის ჩართვის მიუხედავად, მოქალაქეთა ნაწილი მაინც ახერხებდა იმ უბანზე ხმის მიცემას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რის შესახებაც ათობით საჩივარი დაიწერა, ამომრჩევლის მოსყიდვაა. ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი გიორგი მონიავა ამბობს, რომ მოსყიდვის შემთხვევების ეს რაოდენობა სხვა არცერთ არჩევნებზე მათ ორგანიზაციას არ გამოუვლენია.

ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს მონაცემებს ემთხვევა. თუმცა გიორგი მონიავა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია იმ გარემოებების გათვალისწინება, თუ რა გზებით მოხვდა ეს მონაცემები ბიულეტენსა და შემდეგ ოქმებზე. ის მიიჩნევს, რომ გამოვლენილი მოსყიდვისა და დაშინების ფაქტების გამო ეს შესაძლოა არ ყოფილიყო მოქალაქეთა თავისუფალი არჩევანი.

სადამკვირვებლო ორგანიზაციებს კიდევ ერთი დღე (29 ოქტომბერი) აქვთ საჩივრების შესადგენად. საოლქო კომისიებმა კი 5 დღის განმავლობაში უნდა განიხილონ და მიიღონ გადაწყვეტილებები. თუკი ოლქები საჩივრებს არ დააკმაყოფილებენ, ასეთ შემთხვევაში საქმე სასამართლოში ინაცვლებს.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend