ავსტრალიის ქალაქ კანბერაში საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა და საარჩევნო უბანი დაიხურა.
საარჩევნო კომისიის წევრმა ავსტრალიაში ნინა მარღანიამ ევრონიუს ჯორჯიასთან განაცხადა, რომ შედეგების მიხედვით 70%-ით ოპოზიცია ლიდერობს. მისივე თქმით, არჩევნებმა ქალაქ კანბერაში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და საქართველოს 109 დარეგისტრირებული მოქალაქიდან არჩევნებზე დაახლოებით 50% გამოცხადდა.