მთავარისაქართველომოქალაქეები ხმის მისაცემად თბილისიდან რეგიონებისკენ მიემგზავრებიან

მოქალაქეები ხმის მისაცემად თბილისიდან რეგიონებისკენ მიემგზავრებიან

მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად თბილისიდან რეგიონებისკენ მიემგზავრებიან. მშობლიურ სოფლებსა თუ ქალაქებში, სადაც მათი საარჩევნო უბნები მდებარეობს. ავტოსადგურები გადატვირთულია და მათ, ვინც ამჟამად თბილისში ცხოვრობს, თუმცა ხმას დედაქალაქში არ აძლევს, გრძელ რიგებში დგომა საათობით უწევთ. გამოწვევების მიუხედავად, მოქალაქეები აპირებენ, აუცილებლად იპოვონ შესაძლებლობა, რათა რეგიონებში ჩასვლა და ხმის მიცემა შეძლონ. ბევრი მათგანი აღნიშნავს, რომ გრძნობენ პასუხისმგებლობას და იაზრებენ, რომ თითოეული ხმა გადამწყვეტია. ამბობენ იმასაც, რომ ასეთ მნიშვნელოვან არჩევნებში ხმის მიცემისგან თავის შეკავება უბრალოდ დაუშვებელია.

„ოთხ წელიწადში ერთხელ გეძლევა შანსი, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეცვალო. ყოველ შემთხვევაში, გეძლევა შანსი, ცვლილებაში მიიღო მონაწილეობა. მიმაჩნია, რომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრი პრობლემა და ბარიერი არსებობდეს“.

„არჩევნებზე იმიტომ მივდივარ, რომ ჩემს სამშობლოს უკეთესი მომავალი ჰქონდეს და ჩვენც ცოტა ამოვისუნთქოთ. ხაშურის ავტობუსს ველოდებით ორი საათია და არ არის. როგორ წავიდეთ?“

„არჩევნებისთვის ქუთაისში მივდივარ, რადგან ვფიქრობ, რომ სამშობლოს დაცვა ყველას ვალია. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ყველა მეგობარი მიდის არჩევნებზე და თქვენც ამისკენ მოგიწოდებთ, რადგან ჩვენი მომავლის ბედი წყდება“.

„ზესტაფონში მივდივარ. ძალიან ბევრი ხალხია. ტრანსპორტი ფიზიკურად არ არის“, – ამბობენ მოქალაქეები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend