მთავარიმსოფლიოევროპაევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის შეხვდა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის შეხვდა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის იმ გამოწვევების განსახილველად შეხვდა, რომელთა წინაშეც ევროკავშირი დგას.

ევროპელმა ლიდერებმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომზე, ახლო აღმოსავლეთის კრიზისსა და ვენესუელაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.

რობერტა მეცოლამ შეხვედრა ერთ-ერთ ადგილობრივ რადიოში შეაჯამა. ჯორჯია მელონიმ ევროპარლამენტის პრეზიდენტს ევროკავშირში მიგრაციის კრიზისის გადაჭრის გეგმა გააცნო. იტალიის პრემიერ-მინისტრის აზრით, მალტამ და იტალიამ ამ პროცესში თავი მარტოდ არ უნდა იგრძნონ, რადგან მიგრაციული ნაკადის მართვა ევროკავშირის საერთო გამოწვევაა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ისაუბრა ახლო აღმოსავლეთში დეესკალაციისა და ევროკავშირის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაგრძელების მნიშვნელობაზეც. აგრეთვე, მეცოლამ მოიწონა ჯორჯია მელონის არჩევანი – ევროკომისრად წარადგინოს რაფაელ ფიტო, რომელიც, მისი აზრით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან სამუშაოს გასწევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend