მთავარიარჩევნები 2024"ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობა” წინასაარჩევნოდ მოქალაქეებს შეხვდა

“ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობა” წინასაარჩევნოდ მოქალაქეებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა “ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ.” მათი განცხადებით, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფად წაიყვანს და დაამარცხებს “ოცნებას.” მათ ასევე ამომრჩევლებს მიმართეს, არ შეეშინდეთ შანტაჟისა და მუქარის, რუსული რეპრესიებისა და რეიდების, რადგან ახლა ქვეყნის გადარჩენის გასაღები სწორედ მოქალაქეების ხელშია.

“ამ კამპანიაში ჩვენ არ გვივლია აკვარიუმით, ჩვენ არ დაგვიდგამს ძვირადღირებული მეგაშოუები, ჩვენ გავმართეთ ხალხმრავალი შეკრებები საქართველოს ქალაქების ცენტრალურ უბნებსა თუ ქუჩებში ხალხთან ერთად და ხალხის პირისპირ. დღეს კი ისტორიულ არჩევნებამდე ორი დღით ადრე შევიკრიბეთ აქ, ბაგრატის ტაძართან, როგორც ყველაზე დიდი ქრისტიან-დემოკრატიული ევროპული ოჯახის წევრი პოლიტიკური პარტია, რომელიც პატივს სცემს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს და სწორედ ჩვენი ისტორიის და ეროვნული იდენტობის დაცვით ისწრაფვის ევროპისკენ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend