ევროკომისიამ შესაძლოა Erasmus-ის გაცვლით პროგრამასა და ასევე კვლევისა და ინოვაციების პროგრამას Horizon 2025 წლიდან დაფინანსება შეუმციროს. საუბარია Erasmus+ პროგრამისთვის 295 მილიონი ევროს შემცირებაზე. ამ გადაწყვეტილებას სტუდენტებისგან უკმაყოფილება მოჰყვა.
მათი განცხადებით, Erasmus-ის გაცვლითი პროგრამა მათ საშუალებას აძლევს ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლონ, თუმცა დაფინანსების შემცირების შემდეგ ისინი ვეღარ შეძლებენ დამოუკიდებლად სწავლის საფასურის გადახდას. რაც შეეხება Horizon-ს, ევროკომისია ამ პროგრამის ბიუჯეტის 400 მილიონი ევროთი შემცირებას ფიქრობს. მკვლევრები ფიქრობენ, რომ დაფინანსების შემცირება უარყოფითად აისახება ინოვაციებსა და ბაზრის კონკურენტუნარიანობაზე.
„ეს ნამდვილად სამწუხაროა, რადგან ჩემთვის Erasmus არის თანამშრომლობის, კულტურული აღმოჩენებისა და სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის გულწრფელი ურთიერთობების სიმბოლო. Erasmus-ის პროგრამის გარეშე მე ვერასოდეს შევძლებდი სწავლის ფულის გადახდას. ამ გაცვლითმა პროგრამამ უამრავი რამ მასწავლა“, – ამბობს ერასმუსის ელჩი ბრიუსელში მაევა კამპოს პერესი.
23 ოქტომბერს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შემდეგ ევროპარლამენტარებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას საბჭოსთან ბიუჯეტის დახურვის შესახებ.