მთავარიკუბი2017-2020 წლებში რუსეთის FSB-მ საქართველოში სამინისტროების ელექტრონულ სისტემებში შეაღწია

2017-2020 წლებში რუსეთის FSB-მ საქართველოში სამინისტროების ელექტრონულ სისტემებში შეაღწია

Bloomberg-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტროზე თვალთვალის ოპერაცია ჩაატარა ჰაკერულმა ჯგუფმა, რომელიც ცნობილია სახელწოდებით Turla. ამ ჯგუფზე ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ის FSB-ს ერთ-ერთი განყოფილების ნაწილია.

გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ასევე ირკვევა, რომ 2019 წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში რუსი ჯაშუშები კითხულობდნენ Tesla-ს თანამშრომელთა ელექტრონულ ფოსტას. ისინი ასევე უყურებდნენ ოფისში დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებს რეალურ დროში.

დოკუმენტების თანახმად, სახელმწიფო ელექტროსისტემაზე განხორციელებული შეტევის მიზანს წარმოადგენდა იმის გარკვევა, შეძლებდნენ თუ არა რუსი ჰაკერები საქართველოს რეგიონებში მაღალი ძაბვის ქვესადგურების დისტანციურად გამორთვას.

რუსეთის დაზვერვა ასევე ეძებდა სუსტ წერტილებს ისეთ მნიშვნელოვან სისტემებში, როგორიცაა ბათუმის ნავთობტერმინალი. გამოცემის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის ოქტომბრისთვის მათ მოახერხეს რამდენიმე სისტემის გატეხა, მათ შორის ჭკვიანი კამერების. როგორც Bloomberg იუწყება, ისინი დაუკავშირდნენ ბათუმის ნავთობტერმინალს, თუმცა ამ საკითხზე მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend