ევრონიუს ჯორჯია განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ხედვებისა და გეგმების თაობაზე.
ამჯერად, ევრონიუს ჯორჯიამ სტუდიაში მოიწვია არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტებისა და იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომელთაც მე-10 მოწვევის პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავთ. სტუმრებმა ერთსა და იმავე კითხვებს უპასუხეს და ამ გზით, თავიანთი პროგრამები წარუდგინეს ამომრჩეველს.
დებატები საარჩევნო სტანდარტის მიხედვით წარიმართა. პასუხებისთვის ყველას თანაბარი დრო დაეთმო – 3 წუთი, შემდეგ კი სტუმრებს აზრთა გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობა ჰქონდათ.
მაშ ასე… უყურეთ წინასაარჩევნო დებატებს, და გააკეთეთ ინფორმირებული არჩევანი.
.