მთავარისაქართველო„დოიჩე ველე აკადემიამ“ პარტნიორებთან ერთად არჩევნებთან დაკავშირებული ორი კვლევა წარადგინა

„დოიჩე ველე აკადემიამ“ პარტნიორებთან ერთად არჩევნებთან დაკავშირებული ორი კვლევა წარადგინა

18 ოქტომბერს „დოიჩე ველე აკადემიამ“ პარტნიორებთან, „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრსა“ და „ღია სივრცე კავკასიასთან“, ერთად წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული ორი კვლევა წარადგინა.

კვლევები წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების წინ ჟურნალისტთა უსაფრთხოებას ეხება.

„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში თავისუფალ მედიას მუშაობა მზარდი საფრთხის ფონზე უწევს.

„ღია სივრცე კავკასიის“ საარჩევნო გარემოს სიღრმისეული ანალიზის შუალედურ კვლევაში კი წერია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ფართოდაა გავრცელებული ეკონომიკური ძალადობის ნიშნები და გაუარესებულია სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის სამუშაო გარემო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend