მთავარიმსოფლიოევროპაევროპის “აღმოსავლეთ ფარი” დაგეგმილზე სწრაფად აშენდება

ევროპის “აღმოსავლეთ ფარი” დაგეგმილზე სწრაფად აშენდება

პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ ე.წ. “აღმოსავლეთის ფარის” მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს იყო დაგეგმილი,  წელს დაიწყება.

პროექტით გათვალისწინებულია სამხედრო ფორტიფიკაციებისა და სხვა თავდაცვითი ზომების გაზრდა და გაძლიერება პოლონეთის აღმოსავლეთის საზღვრის დაახლოებით 800-კილომეტრიან მონაკვეთზე. როგორც ვარაუდობენ, სამშენებლო სამუშაოებს ოთხი წელი დასჭირდება.

ტუსკი იმყოფებოდა ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე, სადაც პროექტის ახალი თავდაცვითი ინფრასტრუქტურის გარკვეული ელემენტების გამოცდა მიმდინარეობდა.

Copyright Mindaugas Kulbis/Copyright 2024 The AP. All rights reserved

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ  „აღმოსავლეთის ფარის“ განხორციელება უკვე დაიწყო. მისი თქმით, ეს მხოლოდ პოლონური პროექტი არ არის, ის ეხება ბალტიის თავდაცვის ხაზსაც, მასში ჩართული არიან ბალტიის ქვეყნები და ასევე ფინეთი.

დონალდ ტუსკი ახლო მომავალში გეგმავს, პროექტის დაფინანასებასთან დაკავშირებით ბრიუსელში მოლაპარაკებები გამართოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend