მთავარიმსოფლიოNATOნატომ ბირთვული წვრთნები დაიწყო

ნატომ ბირთვული წვრთნები დაიწყო

ნატომ 14 ოქტომბერს დაიწყო ყოველწლიური ბირთვული წვრთნები სახელწოდებით „მტკიცე შუადღე“.

წვრთნაში 2000-ზე მეტი სამხედრო პერსონალი მიიღებს მონაწილეობას რვა ავიაბაზიდან, მათ შორის იქნება ატომური თვითმფრინავები, ბომბდამშენები, გამანადგურებელი ესკორტები, საწვავის შემავსებელი და  თვითმფრინავები.

„მტკიცე შუადღე“ ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ნატოს ეს კონკრეტული ბირთვული წვრთნები არის რუტინული სასწავლო აქტივობა, რომელიც ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება.

ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „ნატოს ბირთვული შესაძლებლობების ფუნდამენტური მიზანი მშვიდობის შენარჩუნება და აგრესიის შეკავებაა“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend