მთავარისაქართველოგივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილმა პირმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

მათი თქმით, დაკავებულის ჩვენების მიხედვით, გივი თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა, რადგან იგი „გივი თარგამაძეს არ ენდობოდა“.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 19 სექტემბერს დააკავეს დარჩო ხეჩუაშვილი, 2016 წლის 4 ოქტომბერს დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა ტარების ფაქტებზე, რომელსაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების და გარემოებების დადგენის მიზნით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend