ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტი ევროპის უმაღლესი ჯილდოს გრან-პრის მფლობელი გახდა.
კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების, ევროპული მემკვიდრეობის პრიზის /ევროპა ნოსტრას ჯილდოს, 2024 წლის გამარჯვებულები ბუქარესტში, რუმინულ ათენეუმში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ. მოქალაქეების მიერ ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია ხევსურეთში, გრან პრის მფლობელი გახდა კატეგორიაში მოქალაქეების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ისაუბრეს საქართველოს ეროვნული ფონდის თავმჯდომარემ, მარინე მიზანდარმა და საქართველოს ეროვნული ფონდის თანათავმჯდომარემ, გიორგი ბურჯანაძემ.