ქარიშხალმა “მილტონმა”, რომელიც მერყეობდა მეოთხე და მეხუთე კატეგორიის საშიშროებას შორის, მექსიკის ყურეს მიღწია საშიშროების მესამე კატეგორიით, თუმცა თბილისის დროით, დილის 6 საათისთვის, საშიშროების კატეგორია უკვე მეორემდე დაეცა და ამჟამადაც საშიშროების დონე მეორე კატეგორიად რჩება.
უახლესი ცნობით, ქარიშხალმა ფლორიდის ცენტრს მიაღწია და ამჟამად მისი სიჩქარე 165 კმ/სთ-შია.
CNN-ზე შეგიძლიათ პირდაპირ რეჟიმში მიადევნოთ თვალი ქარიშხლს.
აშშ-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურმა სააგენტომ გააფრთხილა ამერიკელები, ვინც ფლორიდაში ცხოვრობს, აღარ შეეცადონ თავშესაფრის ძიება, თუ მანამდე ევაკუაციაზე უარი განაცხადეს, რადგან „მილტონი“ კვლავ წარმოადგენს სასიკვდილო საფრთხეს.
უახლესი ინფორმაციით, ერთი ადამიანის ცხედარი უკვე იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დაიწყო სამძებრო სამუშაოებიც. 2 მილიონზე მეტ აბონემენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
რამდენიმე დღით ადრე, ფართომასშტაბიანი ევაკუაცია გამოცხადდა შტატის 11 უბანში, ჯამში 5 მილიონამდე ადამიანზეა საუბარი. იქ, სადაც სავალდებულო ევაკუაცია არ არის, გამოცხადებული გამოცხადდა კომენდანტის საათი.
“მილტონი” მეორე დამანგრეველი ქარიშხალია ბოლო კვირების განმავლობაში ამერიკისთვის. ოქტომბრის დასაწყისში მძვინვარებდა ქარიშხალი “ჰელენი” , რის შედეგადაც 236 ადამიანი დაიღუპა.