მთავარიაზიაისრაელიისრაელის არმია განაგრძობს სახმელეთო და საჰაერო ოპერაციებს სამხრეთ ლიბანში და ღაზის სექტორში

ისრაელის არმია განაგრძობს სახმელეთო და საჰაერო ოპერაციებს სამხრეთ ლიბანში და ღაზის სექტორში

ისრაელის არმია განაგრძობს სახმელეთო და საჰაერო ოპერაციებს სამხრეთ ლიბანში.  ისრაელელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, მათ იერიში მიიტანეს „ჰეზბოლას“ 185 სამიზნეზე და დაჯგუფების წევრები დახოცეს.

ისრაელის მხრიდან ეს იყო საპასუხო ნაბიჯი „ჰეზბოლას“ მიერ ღამით განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებზე.

ირანის მხარდაჭერილი ჯგუფის, „ჰეზბოლას“ დროებითი ლიდერი შეიხ ნაიმ კასემი აცხადებს, რომ, ისრაელის თავდასხმების მიუხედავად, დაჯგუფების სამხედრო შესაძლებლობები არ შესუსტებულა. დაჯგუფება მალე დაასახლებს ჰასან ნასრალას შემცვლელს. როგორც ცნობილია, ნასრალა გასულ თვეს ისრაელის ავიაიერიშის დროს მოკლეს. ნაიმ კასემის თქმით,  ცეცხლი იქამდე არ შეწყდება, სანამ ისრაელი ღაზიდან არ გავა.

პალესტინელთა ინფორმაციით, ისრაელის მიერ ცენტრალური და ჩრდილოეთ ღაზის დაბომბვას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ხუთი ბავშვის.

ისრაელმა ორჯერ მიიტანა იერიში ნუსეირატისა და ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკებზე ცენტრალურ ღაზაში. თავდასხმის დროს მოქალაქეები წყლის რიგში იდგნენ.

დაღუპულთა ცხედრები, რომელთა შორის სამი ბავშვია, დეირ ალ-ბალაჰის ალ-აქსას საავადმყოფოში გადაასვენეს. რეგიონში კვლავ გრძელდება სისხლის ღვრა, ცეცხლის შეწყვეტას კი, სამწუხაროდ, არცერთი მხარე არ აპირებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend