ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვა საქართველოში- სტრატეგიული სამართალწარმოების შედეგები – ამ სახელწოდების ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გამართა ორგანიზაციამ “უფლებები საქართველო” 8 ოქტომბერს.
დოკუმენტში ასახულია პრაქტიკული და საკანონმდებლო გამოწვევები, ისევე როგორც გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული მიღწევები.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „უფლებები საქართველოს” მკვლევარმა, ტურკუს უნივერსიტეტის დოქტორანტმა, კარლო ნიკოლეიშვილმა ისაუბრა.